spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ახმეტის შემდეგ სეტყვამ თელავი და გურჯაანიც დააზარალა

სტიქიამ კახეთში, ახმეტის შემდეგ თელავისა და გურჯაანის სოფლებიც დააზარალა.

 

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის მუნიციპალიტეტში ლალისყურსა და ფშაველს, ხოლო გურჯაანში ვაჩნაძიანს, კალაურს, კახიფარს, ვაზისუბანს, შაშიანს და ველისციხეს გადაუარა.

 

განადგურებულია ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ფართობები, საკარმიდამო ნაკვეთები, სახლის სახურავები და მანქანები. ასევე ძლიერმა ქარმა დააზიანა ხეხილი და ერთწლოვანი კულტურები, ფესვიანად მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

 

მოსახლეობა აცხადებს, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ და ბანკში საკრედიტო ვალდებულებების გადახდა გაუჭირდებათ.

 

ზარალის აღწერა დილიდან დაიწყება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები