spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი ახალდაბელ ახალგაზრდებს შეხვდა

ახალდაბის მედიაკაფესთან არსებული „არაფორმალური განათლების მულტიმედიური ცენტრის“ ახალგაზრდები ბორჯომის მერს ოთარ არბოლიშვილს შეხვდნენ და დაბაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალდაბელმა მოსწავლეებმა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიარეს სასერტიფიკატო კურსი მულტიმედია ჟურნალისტიკასა და ფოტოგრაფიაში, ისწავლეს, თუ როგორ უნდა გახდნენ მოქალაქე ჟურნალისტები, როგორ მოახდინონ ადგილობრივი სათემო პრობლემების ვიზუალიზაცია და შემდეგ მისი ადვოკატირება.

 

“ბორჯომის მერმა ახალგაზრდებისგან მოისმინა ახალდაბაში არსებული პრობლემების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მან ახალდაბელ ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად განიხილა თითოეული საკითხი და შეიმუშავა პრაქტიკული გადაწყვეტილებები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

 

ოთარ არბოლიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ახალგაზრდებთან სათანამშრომლოდ და მათ მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტის მხარდასაჭერად.

 

ასევე, მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მსგავსი მიდგომა კი, ბუნებრივია, არა მხოლოდ აძლიერებს საზოგადოებას, არამედ ხელს უწყობს საერთო პასუხისმგებლობის გრძნობას პოზიტიური ცვლილებებისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები