spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

10 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატები, საბჭოს წევრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიების დაწყებამდე დღის ცენტრი “თებეს” ბენეფიციარების ელენე თარგამაძის ნახატების გამოფენა გაიმართა. შემდეგ კი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები – “იმედი” და “ფერხისი” და სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლი “ოქტავა” წარდგნენ.

 

ღონისძიების დასასრულს კი დაჯილდოვდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გამოცხადებული თემების – 1) არასრულწლოვანთა ქორწინება და ოჯახი; 2) ფემინიზმი და ქალის უფლებები; 3) ქალი, ოჯახი, საზოგადოება, ავტორები. ასევე ყველა ის ადამიანი, ვინ საბჭოსთან ინტენსიურად თანამშრომლობს. მათ დიპლომები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

 

ღონისძიებას N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები – მაიკო ინასარიძე და ლიზი ნატბელაძე და N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები – ლიზა კობალაძე და ნინი ქართველიშვილი უძღვებოდნენ.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უკვე რამდენიმე წელია, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ორგანიზატორია. გარდა ამისა, საბჭოს მიერ წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იგეგმება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები