spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ძევრის რეკრეაციულ ზონაში კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ დღეს, სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კასტრულ ხეობაში, რეკრეაციულ ზონაში მიმდინარე დასკვნითი სამუშაოები დაათვალიერა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შშმ პირთათვის ადაპტირებული სივრცე მოეწყო. რეკრეაციულ ზონაში უკვე განხორციელდა საპიკნიკე ფანჩატურების, გარე განათების, გამოქვაბულამდე მისასვლელი ბილიკის, მდინარე ძევრულაზე გადასახედი გამჭვირვალე კონსტრუქციის და საინფორმაციო შენობის რეაბილიტაცია.

 

მანუჩარ რობაქიძესთან ერთად ადგილზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – დავით გოგბერაშვილი, ჯემალ ისაკაძე, სოფელ ძევრის  მაჟორიტარი დეპუტატი მანუჩარ ფანჩულიძე და მერის წარმომადგენელი ძევრში ფრიდონ კუტალაძე იმყოფებოდნენ.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყო, აპრილში ოფიციალურად გაიხსნება და მზად იქნება ვიზიტორების მისაღებად.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები