Logo

05.05.2025- თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღის შეთავაზების დღე

ბიზნესი-ეკონომიკა
12 საათის წინ / 10:32
Frontnews image description

maka@frontnews.eu

ავტორი

Maka Bregvadze

admin

თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ.

5 მაისს თიბისი განაწილების მომხმარებლები ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას ჯიპისის, ფარმადეპოს, პსპ-ს და ავერსის ონლაინ ან ფიზიკურ აფთიაქებში შეძლებენ, სადაც მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე, 50 ლარი ქეშბექი დაუბრუნდებათ.

მხოლოდ 5 მაისს, მეტი განაწილებით ნივთების შეძენის შემთხვევაში კი, მომხმარებლები 50 ლარის დაბრუნებას მათთვის სასურველ ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებენ.

განაწილებით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის დაბრუნებასთან ერთად, მომხმარებლები პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე განაწილებით გადაიხდიან. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ გადაიხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.

მეტი განაწილების შემთხვევაში კი, შეძენილი ნივთის საფასურის განაწილება 6-დან 36 თვემდე პერიოდით, ეფექტური 36%-ით შეუძლიათ.

“განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა. დაელოდე და აისრულე სურვილები ყოველ წყვილ თარიღს.

წყვილი თარიღის შეთავაზების პირობები იხილეთ ბმულზე

თაგები:

თიბისი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები