Logo

1 100 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
716
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 311 750 (+1100) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 12.11.2023-მდე: ტანკები – 5349 (+7), ჯავშანტექნიკა – 10073 (+32), საარტილერიო სისტემები – 7559 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 881 (+2).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 580 (+1), თვითმფრინავები – 322 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5622 (+12), ფრთოსანი რაკეტები – 1560 (+1).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9944 (+19), სპეციალური ტექნიკა – 1078 (+9).

 

Advertisement