Logo

1 300 ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
60
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 369 340 (+1300) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.06.26-მდე: ტანკები – 11 978 (+4), ჯავშანტექნიკა – 24 676 (+3), საარტილერიო სისტემები – 43 247 (+75), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 830 (+4).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 403 (+0), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 562 (+14); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 327 726 (+2111), ფრთოსანი რაკეტები – 4 733 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 102 971 (+396), სპეციალური ტექნიკა – 4 248 (+3).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები