Logo

1 419 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტიდან 363 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საზოგადოება
1385
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 133, ქვემო ქართლი – 38, შიდა ქართლი – 36, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 595 საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 714, იმერეთში – 1 076.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419 პირი, მათ შორის, თბილისში – 576, აჭარაში – 170, იმერეთში – 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი,  მათგან თბილისში – 209, აჭარაში – 35, იმერეთში – 25.

 

1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 – თბილისში, 404 – აჭარაში.

 

19 798 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 81, ხოლო აჭარაში – 4.

 

სულ  6 ოქტომბრიდან – 12 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 146 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 097 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები