Logo

1 430 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტიდან 314 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საზოგადოება
1450
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა – 122, იმერეთი – 197, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 56, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 238 საიდანაც: 5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 328, აჭარაში – 539, იმერეთში – 1 218.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 430 პირი, მათ შორის, თბილისში – 576, აჭარაში – 125, იმერეთში – 432. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 314 პირი,  მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 34.

 

1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 – თბილისში, 257 – აჭარაში.

 

27 393 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 340  ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
1 430 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტიდან 314 ხელოვნური სუნთ... - Frontnews - საქართველო • ქართული სანდო მედია 2012 წლიდან