Logo

1 500-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
15.05.2024 / 10:19
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 486 940 (+1510) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.05.24-მდე: ტანკები – 7510 (+14), ჯავშანტექნიკა – 14508 (+48), საარტილერიო სისტემები – 12538 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1070 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 798 (+1), თვითმფრინავები – 351 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10015 (+30), ფრთოსანი რაკეტები – 2199 (+2).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 16955 (+48), სპეციალური ტექნიკა – 2061 (+7).

 

რუსეთმა ბოლო პერიოდში ხარკოვის ოლქზე თავდასხმის მცდელობები გააძლიერა. სწორედ ამიტომ გაიზარდა რუსული დანაკარგები ბოლო დღეებში. 14 მაისს ოკუპანტების დანაკარგი 1700-ზე მეტი იყო.

Advertisement