1 600 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტიდან 344 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 635, ქვემო ქართლი – 250, შიდა ქართლი – 366, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 92, სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 508, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 323.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 601, აჭარაში – 129, იმერეთში – 483.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 36, იმერეთში – 32.
1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 312 – აჭარაში. 37 738 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




