1 ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა


ავტორი
Front News საქართველო
1 ივნისს, მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად IV საუკუნეში ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმინდა ნინოს ქადაგების შედეგად, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. წმინდა ნინო ბოდბეშია დაკრძალული.
ნინოობას მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 1 ივნისს და 27 იანვარს აღნიშნავს.
1 ივნისი წმინდანის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 27 იანვარი მისი გარდაცვალების დღეა.
თაგები:
წმინდა ნინო

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა