Logo

1 სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება

საზოგადოება
427
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 

 

დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

 

26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება. 

 

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

თაგები:

ამინდიმზე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები