1 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი, 45 ფრთოსანი რაკეტა და 650 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 72 470 (+650) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 01.11-მდე: ტანკები – 2 698 (+12), ჯავშანტექნიკა – 5 501 (+16), საარტილერიო სისტემები – 1 730 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 383 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 197 (+0), თვითმფრინავი – 276 (+1), ვერტმფრენები – 257 (+4), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1415 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 397 (+45). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 143 (+15), სპეციალური ტექნიკა – 154 (+0).


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს