
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება.
11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.
ქ. თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს