Logo

10 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ერთი მოზარდების მამაა

სამართალი
1218
Frontnews image description

თბილისში 10 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. 

 

შსს-ს ინფორმაციით,  ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნების მამაა. 

 

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, სრულწლოვან მამაკაცს დაზარალებულებთან ნაცნობობა აკავშირებს. 

 

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

Advertisement