10 დრონი, 21 რაკეტა, 660 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 201 760 (+660) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 19.05.2023-მდე: ტანკები – 3777 (+4), ჯავშანტექნიკა – 7377 (+4), საარტილერიო სისტემები – 3210 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 564 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 319 (+1), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2769 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 1011 (+21). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6083 (+10), სპეციალური ტექნიკა – 419 (+1).
გენშტაბის ინფორმაციით, ბრძოლის ეპიცენტრად რჩებიან ბახმუტი და მარინკა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


