Logo

10 ჯავშანტექნიკა, 15 ტანკი, 960 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
337
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 166 570 (+960) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 21.03.2023-მდე: ტანკები – 3 552 (+15), ჯავშანტექნიკა – 6 879 (+10), საარტილერიო სისტემები – 2 586 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 507 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 270 (+0), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 167 (7), ფრთოსანი რაკეტები – 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5428 (+12), სპეციალური ტექნიკა – 266 (+1). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 120 თავდასხმა მოიგერიეს, მათ შორის ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას მიმართულებით.

Advertisement