1000-მდე ოკუპანტი, 100-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 284 890 (+990) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 12.10.2023-მდე: ტანკები – 4905 (+42), ჯავშანტექნიკა – 9264 (+44), საარტილერიო სისტემები – 6763 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 811 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 545 (+0), თვითმფრინავები – 316 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5247 (+21), ფრთოსანი რაკეტები – 1531 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9170 (+25), სპეციალური ტექნიკა – 966 (+1).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით და კონსოლიდაციას მიღწეულ ხაზებზე. კერძოდ, როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტი წერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით და წინ წაიწიეს ფრონტის ორივე სექტორში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს