Logo

1000-მდე ოკუპანტი და ბევრი ტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
381
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 107 400 (+970) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 27.09.25-მდე: ტანკები – 11 204 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 288 (+1), საარტილერიო სისტემები – 33 186 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 502 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 223 (+1), თვითმფრინავები – 427 (+0), ვერტმფრენები – 345 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 63 931 (+362)), ფრთოსანი რაკეტები – 3 747 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 62 909 (+91), სპეციალური ტექნიკა – 3977 (+2).

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 27 სექტემბრის მონაცემებით, ფრონტზე 160 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე მეტი ბრძოლა პოკროვსკის, ლიმანის, ტორეცკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით დაფიქსირდა. პოკროვსკის მიმართულებით მტერმა უკრაინის თავდაცვის გარღვევა 43-ჯერ სცადა.

Advertisement