Logo

1000-მდე ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
293
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 112 460 (+980) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.10.25-მდე: ტანკები – 11 224 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 296 (+2), საარტილერიო სისტემები – 33 336 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 507 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 224 (+0), თვითმფრინავები – 427 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 65 823 (+271), ფრთოსანი რაკეტები – 3 790 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 63 303 (+29), სპეციალური ტექნიკა – 3979 (+0).

Advertisement