1000-მდე ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 463 930 (+950) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.04.24-მდე: ტანკები – 7262 (+7), ჯავშანტექნიკა – 13 957 (+15) , საარტილერიო სისტემები – 11 867 (+31), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1049 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 772 (+0), თვითმფრინავები – 348 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9461 (+12), ფრთოსანი რაკეტები – 2119 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 15 984 (+35), სპეციალური ტექნიკა – 1962 (+16).
