1000-ზე მეტი ოკუპანტი, 75 დრონი, 40-მდე რაკეტა ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 435760 (+1050) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.03.24-მდე: ტანკები – 6852 (+12), ჯავშანტექნიკა – 13130 (+19), საარტილერიო სისტემები – 10811 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1018 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 723 (+2), თვითმფრინავები – 347 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 8463 (+75), ფრთოსანი რაკეტები – 1992 (+39).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 14344 (+57), სპეციალური ტექნიკა – 1768 (+19).
თაგები:
რუსეთი