Logo

1000-ზე მეტი ოკუპანტი და ათობით ერთეული ტექნიკა ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
433
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1108510 (+1110) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.09.25-მდე: ტანკები – 11211 (+7), ჯავშანტექნიკა – 23290 (+2), საარტილერიო სისტემები – 33231 (+45), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 503 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 223 (+0), თვითმფრინავები – 427 (+0), ვერტმფრენები – 345 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 64385 (+454), ფრთოსანი რაკეტები – 3 747 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 63040 (+131), სპეციალური ტექნიკა – 3977 (+0).

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტზე 170-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება შეაჩერეს. ყველაზე აქტიური მიმართულებებია - პოკროვსკი, ლიმანი, ტორეცკი და ნოვოპავლოვსკი.

Advertisement