Logo

1000-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
170
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 133 250 (+1050) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.10.25-მდე: ტანკები – 11 280 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 447 (+11), საარტილერიო სისტემები – 33 914 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 524 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 229 (+0), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 72 760 (+160), ფრთოსანი რაკეტები – 3864 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 65 122 (+96), სპეციალური ტექნიკა – 3 981 (+1).

Advertisement