1000-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 383 180 (+1070) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 29.01.24-მდე: ტანკები – 6290 (+10), ჯავშანტექნიკა – 11696 (+25), საარტილერიო სისტემები – 9113 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 972 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 660 (+0), თვითმფრინავები – 331 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7049 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 1846 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12149 (+46), სპეციალური ტექნიკა – 1443 (+7).





