Logo

1000-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1264
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 466150 (+1096) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.04.24-მდე: ტანკები – 7279 (+11), ჯავშანტექნიკა – 13991 (+20), საარტილერიო სისტემები – 11948 (+43), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1050 (+1).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 776 (+1), თვითმფრინავები – 348 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9507 (+22), ფრთოსანი რაკეტები – 2124 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 16065 (+46), სპეციალური ტექნიკა – 1971 (+3).

 

Advertisement