Logo

1070 ოკუპანტი და 93 დრონი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1523
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 324 830 (+1070) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.11.2023-მდე: ტანკები – 5513 (+11), ჯავშანტექნიკა – 10 279 (+16), საარტილერიო სისტემები – 7874 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 907 (+2).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 597 (+1), თვითმფრინავები – 323 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5901 (+93), ფრთოსანი რაკეტები – 1565 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 10 288 (+29), სპეციალური ტექნიკა – 1112 (+4).

 

Advertisement