11 ტანკი, 14 დრონი, 29 საარტილერიო სისტემა, 630 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 241 960 (+630) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 23.07.2023-მდე: ტანკები – 4151 (+11), ჯავშანტექნიკა – 8105 (+9), საარტილერიო სისტემები – 4658 (+29), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 697 (+4).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 451 (+3), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 310 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3958 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 1298 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 7172 (+13), სპეციალური ტექნიკა – 696 (+5).
გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე.





