Logo

11 ტანკი, 44 საარტილერიო სისტემა, 1130 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
430
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 218 940 (+1 130) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 11.01.26-მდე: ტანკები – 11 541 (+11), ჯავშანტექნიკა – 23 885 (+3), საარტილერიო სისტემები – 35 952 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 598 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 269 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 104 068 (+654), ფრთოსანი რაკეტები – 4 155 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 73 644 (+134), სპეციალური ტექნიკა – 4 039 (+0).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები