11 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს

ავტორი
Front News საქართველო
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე გაწვეულმა პირებმა, საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) დაიწყეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილებებში შეიკრიბნენ, საიდანაც ოჯახის წევრებმა გააცილეს.
"ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების შემოწმება წარმატებით დაასრულეს. წვევამდელები ვაზიანში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ ცენტრში (CTC) საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან.
11 თვის ვადით ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელები, რომლებიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ, ანაზღაურებაზე 30%-იან დანამატს მიიღებენ. მათ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ უმცროსი სერჟანტის ან ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში თავდაცვის სამინისტროსგან სწავლის დაფინანსება მიიღონ.
თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო სამსახური სრულად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
წვევამდელები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


