Logo

1140 ოკუპანტი, 40-მდე დრონი, 32 საარტილერიო სისტემა ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
29.11.2023 / 11:07
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 327 580 (+1140) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 29.11.2023-მდე: ტანკები – 5538 (+15), ჯავშანტექნიკა – 10 312 (+27), საარტილერიო სისტემები – 7908 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 910 (+3).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 600 (+3), თვითმფრინავები – 323 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5944 (+39), ფრთოსანი რაკეტები – 1567 (+2).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 10 348 (+46), სპეციალური ტექნიკა – 1121 (+8).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები