1160 ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 159 420 (+1 160) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.11.25-მდე: ტანკები – 11 355 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 594 (+3), საარტილერიო სისტემები – 34 486 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 544 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 246 (+2), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 81 499 (+213), ფრთოსანი რაკეტები – 3 940 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 67 536 (+72), სპეციალური ტექნიკა – 4 000 (+0).
თაგები:
უკრაინის გენშტაბი




