Logo

119 საარტილერიო სისტემა, 1 470 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
38
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 330 290 (+1 470) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 30.04.26-მდე: ტანკები – 11 901 (+7), ჯავშანტექნიკა – 24 493 (+7), საარტილერიო სისტემები – 40 944 (+119), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 756 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 356 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 263 360 (+1 327), ფრთოსანი რაკეტები – 4 579 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 92 606 (+375), სპეციალური ტექნიკა – 4 148 (+2).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები