1190 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 318570 (+1190) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 19.11.2023-მდე: ტანკები – 5435 (+13), ჯავშანტექნიკა – 10166 (+25), საარტილერიო სისტემები – 7744 (+18), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 898 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 588 (+2), თვითმფრინავები – 323 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5755 (+29), ფრთოსანი რაკეტები – 1563 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 10120 (+29), სპეციალური ტექნიკა – 1096 (+6).





