Logo

12 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

საზოგადოება
749
Frontnews image description

12 დეკემბერს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორის ლევან მახაშვილის წიგნის – “ევროკავშირის ინსტიტუტების” პრეზენტაცია გაიმართება.

 

წიგნი “ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით გამოიცა და მასში ავტორი ევროკავშირის ყველა ძირითადი ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორიას, სტრუქტურას, ფუნქციებს და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს განიხილავს.  

 

წიგნი ეყრდნობა როგორც თანამედროვე აკადემიურ და ოფიციალურ წყაროებს, ისე ავტორის პირად პროფესიულ გამოცდილებას და დაკვირვებებს. “ევროკავშირის ინსტიტუტები” განკუთვნილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური საქმიანობისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების აქტივობებისთვის. 

 

წიგნი “ევროკავშირის ინსტიტუტები” შემუშავებულია ერასმუს პლიუსის ჟან მონეს მოდულის – “ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი“ (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) ფარგლებში. მოდულს ახორციელებს “ევროპის უნივერსიტეტი”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები