12 ივნისს ბაიდენის და სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 ივნისს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის განცხადებით, ბაიდენის სტოლტენბერგთან შეხვედრის მთავარი თემა ნატოს მოახლოებული სამიტი იქნება, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.
მისივე თქმით, ბაიდენი და სტოლტენბერგი განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერას “რუსეთის აგრესიული სასტიკი ომის პირობებში”.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უკვე რამდენჯერმე გააჟღერეს, თუ რა სახის მხარდაჭერას ელიან მოკავშირეების მხრიდან ნატოს სამიტზე. კერძოდ, უკრაინას სურს, რომ ალიანსმა უზრუნველყოს პირველი შეთანხმებები უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ უფრო კონკრეტულ დაპირებებს ელიან, რადგან უკრაინა უკვე აქტიურად იყენებს და ახორციელებს ნატოს სტანდარტებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს