Logo

12 ტანკი, 127 დრონი, 1300-მდე ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
15.12.2024 / 10:11
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 762 440 (+1280) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.12.24-მდე: ტანკები – 9551 (+12), ჯავშანტექნიკა – 19 707 (+32), საარტილერიო სისტემები – 21 128 (+26), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1256 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1025 (+2), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20 356 (+127), ფრთოსანი რაკეტები – 2943 (+2).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 31 398 (+181), სპეციალური ტექნიკა – 3648 (+4).

Advertisement