Logo

12 ტანკი, 30 საარტილერიო სისტემა, 600 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
25.07.2023 / 11:11
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 243 220 (+600) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 25.07.2023-მდე: ტანკები – 4174 (+12), ჯავშანტექნიკა – 8131 (+13), საარტილერიო სისტემები – 4705 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 698 (+1).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 454 (+2), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 310 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3977 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 1307 (+9). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7194 (+12), სპეციალური ტექნიკა – 703 (+5).

 

გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე.

Advertisement