Logo

1200 ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
1337
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 612390 (+1200) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 29.08.24-მდე: ტანკები – 8571 (+3), ჯავშანტექნიკა – 16699 (+18), საარტილერიო სისტემები – 17549 (+27), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1174 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 939 (+1), თვითმფრინავები – 368 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 14369 (+21), ფრთოსანი რაკეტები – 2 556 (+3).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 23706 (+52), სპეციალური ტექნიკა – 2965 (+15).

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, 29 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევერსკის მიმართულებით პოზიციები აღადგინეს. იმავდროულად, ფრონტზე რუსი ოკუპანტების წინსვლა ფიქსირდება კუპიანსკთან, პოკროვსკისთან, უგლედართან და ტორეცკის მახლობლად.

გარდა ამისა, ISW-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კურსკის რეგიონში შენელდა. უკრაინელი სამხედროები ცდილობენ ფეხის მოკიდებას და გარკვეული ტერიტორიების შენარჩუნებას, რომლებზეც ახლახან აიღეს კონტროლი.

Advertisement