1200-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 018 940 (+1220) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 29.06.25-მდე: ტანკები – 10 976 (+6), ჯავშანტექნიკა – 22 915 (+7), საარტილერიო სისტემები – 29 689 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1425 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1189 (+0), თვითმფრინავები – 420 (+4), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 42 624 (+147), ფრთოსანი რაკეტები – 3394 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 53 508 (+93), სპეციალური ტექნიკა – 3921 (+0).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 28 ივნისს ფრონტზე თავდაცვის ძალებმა 111 თავდასხმა მოიგერიეს. მტერმა ყველაზე დიდი ზეწოლა პოკროვსკის და ლიმანის მიმართულებებზე განახორციელა.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს