Logo

1200-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
04.05.2024 / 10:13
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 473 400 (+1260) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.05.24-მდე: ტანკები – 7366 (+12), ჯავშანტექნიკა – 14156 (+27), საარტილერიო სისტემები – 12148 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1055 (+2).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 788 (+2), თვითმფრინავები – 348 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9611 (+31), ფრთოსანი რაკეტები – 2127 (+1).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 16337 (+71), სპეციალური ტექნიკა – 2001 (+8).

 

Advertisement