Logo

13 ტანკი, 73 საარტილერიო სისტემა, 950 ოკუპანტი, 2 169 დრონი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
131
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 274 990 (+950) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.03.26-მდე: ტანკები – 11 758 (+13), ჯავშანტექნიკა – 24 174 (+7), საარტილერიო სისტემები – 38 202 (+73), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 679 (+4).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 328 (+2), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 349 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 168 809 (+2 169), ფრთოსანი რაკეტები – 4 403 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 30 (+1). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 82 510 (+221), სპეციალური ტექნიკა – 4 087 (+4).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები