1300 ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 496 370 (+1300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.05.24-მდე: ტანკები – 7611 (+6), ჯავშანტექნიკა – 14 721 (+22), საარტილერიო სისტემები – 12 820 (+41), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1077 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 812 (+1), თვითმფრინავები – 354 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10 346 (+56), ფრთოსანი რაკეტები – 2208 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 27 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 17 442 (+59), სპეციალური ტექნიკა – 2090 (+5).
