Logo

1300-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
802
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 467 470 (+1320) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 29.04.24-მდე: ტანკები – 7285 (+6), ჯავშანტექნიკა – 14 007 (+16), საარტილერიო სისტემები – 11 985 (+37), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1051 (+1).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 778 (+2), თვითმფრინავები – 348 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9528 (+21), ფრთოსანი რაკეტები – 2124 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 16 109 (+44), სპეციალური ტექნიკა – 1974 (+3).

 

Advertisement