Logo

1300-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
496
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 678 520 (+1340) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.10.24-მდე: ტანკები – 9047 (+12), ჯავშანტექნიკა – 18 111 (+39), საარტილერიო სისტემები – 19 565 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1232 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 978 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 17 287 (+57), ფრთოსანი რაკეტები – 2624 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 26 987 (+41), სპეციალური ტექნიკა – 3476 (+3).

Advertisement