Logo

14 ჯავშანტექნიკა, 950 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1468
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 225 580 (+950) ჯარისკაცი დაკარგა. 

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 26.06.2023-მდე: ტანკები – 4031 (+1), ჯავშანტექნიკა – 7820 (+14), საარტილერიო სისტემები – 4055 (+21), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 624 (+0). 

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 385 (+0), თვითმფრინავები – 314 (+0), ვერტმფრენები – 308 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3482 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 1259 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6751 (+16), სპეციალური ტექნიკა – 557 (+5).

Advertisement