Logo

14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუას თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა მიესაჯა

სამართალი
06.08.2021 / 16:41
Frontnews image description

14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუას თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

 

სოლომონ ცეცხლაძეს ბრალდება ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რომელთაგან ერთში გამართლდა. კონკრეტულად, სსკ-ს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ და დ ქვეპუნქტებეში, რაც გულისხმობს არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას, ცეცხლაძე გამართლდა. მას პატიმრობა სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის ა ქვეპუნქტით შეეფარდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

 

მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 10 თებერვალს დაასრულა. გოგონას ბაბუა შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 15 თებერვალს დააკავეს. ის აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა “ოჯახის ღირსება შეარცხვინა” და ამიტომ იძალადა მასზე.  

თაგები:

Advertisement