Logo

15 აპრილს პარლამენტი ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პოლიტიკა
134
Frontnews image description

მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: "გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები