
ავტორი
Front News საქართველო
15 დეკემბერს, მულტიფუნქციური ცენტრი “სექრეთ გარდენი“, რომლის მიზნობრიობაც ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციაა, ქარვასლა “ივენთ ჰოლში”, პროექტს “ვინთერ ვანდერლენდი“ საზეიმოდ გახსნის.
“პროექტის მიზანი, ერთი მხრივ საზოგადოებაში შობა-ახალი წლის ამაღლებული, სადღესასწაულო განწყობის შექმნაა, ხოლო მეორე მხრივ ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ერთ სივრცეში (არტ ჰოლი ქარვასლა) ყველა იმ კომპანიის, მეწარმისა და ფიზიკური პირის წარდგენაა, ვინც ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად და ბუნებრივი პროდუქტების გამოყენებით ბიზნეს, არტ, თუ კულტურულ საქმიანობას ეწევა.
15 დეკემბრისთვის ყველასთვის ცნობილი ქარვასლას ისტორიული ივენთ ჰოლი, ახალი სიცოცხლითა და მწვანე ენერგიით გაიხსნება. ერთ სივრცეში ივენთ ჰოლი უამრავ საინტერესო მიმართულებას გააერთიანებს – აქ თქვენ გიმასპინძლებთ: მწერლების ბარი, მწვანე გვირაბი – ქოთნის მრავალფეროვანი ნაძვის ხეების არჩევანით, სამღებრო სახელოსნო – “კავკასიის ფერები“, ქართველი დიზაინერების, მეწარმეების, მხატვრების ნატურალური ხელნაკეთი აქსესუარები და პროდუქტები.
პროექტი “ზამთრის საოცრება“ ერთი თვის მანძილზე – 15 იანვრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე საზოგადოებას საოცარ სიურპრიზებს ჰპირდება.
15 იანვრის შემდეგ, კი ქარვასლას ივენთ ჰოლი, ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გააგრძელებს ფუნქციონირებას”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს